ახალი ამბები

საქართველოში ჰაერის დაბინძურების გასაზომად ახალი მოწყობილობები დაამონტაჟეს

25 სექტემბერი, 2015 • • 1029
საქართველოში ჰაერის დაბინძურების გასაზომად ახალი მოწყობილობები დაამონტაჟეს

ამისთვის, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, მახალციხე, გორი და თელავი) დამონტაჟდა. თბილისში  26 წერტილი შეირჩა, მათ შორის თავისუფლების მოედანზე. 

 

“გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, განთავსდება კონტეინერებში და შესაბამისი პირობების დაცვით გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება  თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად განსაზღვროს”, – აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი