ახალი ამბები

სერგეენკო და სხვა მინისტრები ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად რაგბის ითამაშებენ

24 სექტემბერი, 2015 • • 985
სერგეენკო და სხვა მინისტრები ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად რაგბის ითამაშებენ

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

 

მისი თქმით, 6 ოქტომბრის ამხანაგური მატჩით ისინი გამოხატავენ ეროვნული ნაკრების გარკვეულ მხარდაჭერას. 

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში იმართება, 19 სექტემბერს პირველი თამაში გამართა და ტონგას დაუპირისპირდა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ანგარიშით 17:10 სძლიეს. C ჯგუფში საქართველოს და ტონგას გარდა არიან არგენტინის, ნამიბიისა და ახალი ზელანდიის გუნდები. მომდევნო თამაში საქართველოს ნაკრები 25 სექტემბერს გამართავს და არგენტინას დაუპირისპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი