ახალი ამბები

„არტვილა გარიყულაში“ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – Fest i Nova  2015 G-15 გაიხსნა

21 სექტემბერი, 2015 • • 944
„არტვილა გარიყულაში“ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – Fest i Nova  2015 G-15 გაიხსნა

 

 

Fest i Nova 2015 G-15 შარშანდელის მსგავსად, წელსაც კონცეპტუალური პავილიონების თემას აგრძელებს. წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები და თანამედროვე ხელოვნების ქართულ-უცხოური  ინსტიტუციები გააერთიანა. Fest i Nova 2015 G-15 -ის ფარგლებში პირველად გაიხსნა აზერბაიჯანის, ლიტვისა და უკრაინის პავილიონებიც. 

 

 

 

წელს თიბისი ბანკმა, პროექტის –  #წერექართულად ფარგლებში Fest i Nova 2015-ზე  ინტერაქტიული არტობიექტი წარმოადგინა – დაფა, რომელზეც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს  მოძრავი ქართული ანბანის ასოებით საკუთარი ემოციების წერილობით გამოხატვა შეუძლიათ. 

 

 

 

„უკვე მესამე წელია, თიბისი ბანკი Fest i Nova-ს ერთგული მხარდამჭერია. გასული წლის მსგავსად, წელსაც შეიქმნა თიბისი ბანკის არტობიექტი, რომელიც ჩვენ მიერ დაწყებულ პოპულარულ პროექტს,  #წერექართულად ეძღვნებოდა. გვიხარია, რომ ჩვენმა არტობიექტმა ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელში მოწონება დაიმსახურა. მათ  საკუთარი შთაბეჭდილებები მოძრავი ქართული ანბანის საშუალებით გაგვიზიარეს,“  -აცხადებს თამარ კირვალიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი.    

 

 

 

ძმებ ზდანევიჩების სახელობის  თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova  2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის  შექმნა, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა.   

 

 

 

Fest i Nova G-15   დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში ელოდება. ფესტივალი 19 ოქტომბერს დაიხურება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი