ახალი ამბები

თბილისში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური პუნქტები მოეწყობა

13 სექტემბერი, 2015 • • 1535
თბილისში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური პუნქტები მოეწყობა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე – 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება.

სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ. პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე:

 

1. ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია);

2. კონსტიტუციის ქუჩა;

3. ნორიოს აღმართი (კუკია);

4. პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი);

5. პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი);

6. რესპუბლიკის მოედანი;

 

საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე:

 

1. დაბა წყნეთი;

2. 9 ძმის ქუჩა (კუკია);

3. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;

4. გობრონიძის ქუჩა (მუხიანი);

5. ლიბანის ქუჩა (ავჭალა);

6. პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი);

7. ჩოლოყაშვილის ქუჩა;

8. ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია);

9. ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი);

 

სამიანისტროს განცხადებით, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზზე: 247 01 01

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები საქართველოს ყველა რეგიონშიც მოწყობილია: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი (მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი”, გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);

თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან – 2.50 ლარამდე მერყეობს. ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი