ახალი ამბები

სერგო რატიანი: ენმ ცესკოში დარეგისტრირდა, თუმცა არჩევნებს კვლავ ბოიკოტს ვუცხადებთ

5 სექტემბერი, 2015 • 1035
სერგო რატიანი: ენმ ცესკოში დარეგისტრირდა, თუმცა არჩევნებს კვლავ ბოიკოტს ვუცხადებთ

“ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, ბიოკოტს ვუცხადებთ არჩევნებს. ჩვენ დავრეგისტრირდით ერთადერთი მიზეზით, რომ უკეთ ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან არის მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვჭირდება საეთერო დრო იმისთვის, რომ ავუხსნათ ეს. ამისთვის იყო რეგისტრაცია საჭირო,”– განუცხადა ნეტგაზეთს სერგო რატიანმა. 

 


რატიანის განცხადებით, ენმ შუალედურ არჩევნებში კანდიდატების დასახელებას არ აპირებს და არც საუბნო კომისიებში არ იქნება მათი წარმომადგენელი. ასევე, მისივე განცხადებით, არც საარჩევნო ბიულეტენებზე იქნება წარამოდგენილი ენმ–ის კანდიდატი. 

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 31 ოქტომბერს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქ…

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Saturday, September 5, 2015

 

სერგო რატიანის განცხადებით, ენმ კამპანიის ჩატარებას გეგმავს იმ მიმართულებით, რაც გაცხადებული აქვთ. ესენია: მთავრობის გადადომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩვნების დანიშვნა. 

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში 31 ოქტომბერს დანიშნა

 

მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოში თამარ ხიდაშელი იქნება, ხოლო მარტვილში – სოსო დანელია.

 

20 აგვისტოს 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან განაცხადა, რომ ისინი საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. 21 აგვისტოს ბოიკოტს შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ბიოკოტს არ შეუერთდა “პარტიოტთა ალიანსი”. პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი