ახალი ამბები

ანონსი – 3 ივლისი

2 ივლისი, 2015 • • 1554
ანონსი – 3 ივლისი

10:30 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა. ქუთაისი, დარბაზი #304;

 

10:30 – „საგანმანათლებლო ალიანსის“ ხელმძღვანელები მარიამ რამინაშვილი და დავით ლაგვილავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები; უფასო სახელმძღვანელოების პროექტის ჩავარდნა; დირექტორთა მხრიდან პედაგოგებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;

 

11:00 – ემზარ კვიციანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული სააკაშვილ-ადეიშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარია ემზარ კვიციანის, ლევან მამალაძისა და სულხან მოლაშვილის განადგურებაზე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;

 

11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატები ვალერი გელბახიანი და გელა ნიკოლეიშვილი თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს;

 

11:00 – “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში, სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის გამარტვივება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

11:30 – “ბოდი-ბილდინგისა და ფიტნესის“  და უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: არაოლიმპიურ ფედერაციათა საქველმოქმედი ფესტივალი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;

 

11:30 – სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, სახალხო დამცველი მიმოიხილავს სპეციალურ ანგარიშს ბავშვის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, ასევე წარმოადგენს ბავშვთა უფლებების ცენტრისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შედეგებს.

 

12:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება;

 

12:00 – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ათ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მისამართი: გორგასლის 89.

 

12.00  ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ფესტივალ „არტ-გენის“ დაწყება დაანონსდება;

 

12:00 – პარლამენრის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

 

14:15 – შშ-ის კონგრესის კონგრესის წევრების შეხვედრა დავით უსუფაშვილთან. ქუთაისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი;

 

15:00 – საპარლამენტო უმცირესობის სხდომა, “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. ქუთაისი, დარბაზი N303

 

18:00 – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  გამოფენა “კავკასიისფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში“.

 

18:00 – აქცია საბერძნეთის საელჩოსთან – “სოლიდარობა ბერძნებს!” მისამართი: რაზმაძის 40.


19:00 – 
კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე “ოჯახი თუ კარიერა”. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ საკანონმდებლო ნორმებს ქალთა უფლებების შესახებ და იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოვლენილი ხარვეზების პრევენცია. მისამართი: პოლიტკოვსკაიას ქ. 10

მასალების გადაბეჭდვის წესი