ახალი ამბები

ღარიბაშვილი: უცხოელი მოქალაქეებისთვის აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა

11 ივნისი, 2015 • • 970
ღარიბაშვილი: უცხოელი მოქალაქეებისთვის აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა

ცვლილებებით, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც საქართველოს უკვე ჰქონდა უვიზო მიმოსვლა, 90-დღიანი ლიმიტი 180 დღის განმავლობაში გაუქმდა და ამ ქვეყნებთან დადგინდა ერთწლიანი ლიმიტი.

 

საქართველოს მთავრობის 5 ივნისის დადგენილებით განისაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღის პერიოდში. 

 

“ამ ნუსხაში შედიან  მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და სამხრეთ კორეა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აღნიშნულ ნუსხაში არ შედიან, მაგალითად, ირანის, ერაყის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, თუმცა ღარიბაშვილის განმარტებით:  

 

“ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს და ე.წ. მე-3 ქვეყნების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ”.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სავიზო რეგულაციების გამარტივება, “რაც ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი