ახალი ამბები

იზორია: ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპოლიტიზებული იქნება

4 ივნისი, 2015 • • 1339
იზორია: ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპოლიტიზებული იქნება

ლევან იზორიას თქმით, პრინციპულია ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექნება ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი პარლამენტის წინაშე. ყოველი წლის დასაწყისში ხელმძღვანელმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

“ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც არის წინ გადადგმული ნაბიჯი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

 

“იმ ცვლილებებს, დღეს რაც უნდა წარვუდგინოთ პარლამენტს, ძალიან პრინციპული საფუძვლები აქვს. ჩვენ გვინდა პოლიციური ფუნქციების გამიჯვნა არაპოლიციური ფუნქციების გამიჯვნისგან. პოლიცია არის საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს იყო წინასაარჩვენო დაპირება და ვამბობდით, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ დაპირებას შევასრულებდით. დღეს გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ამ პრინციპულ გამიჯვნას ითვალისწინებს”, – განაცხადა ლევან იზორიამ დღეს საქართველოს პარლამენტში.

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ექნება ლეგიტიმაციის დიდი ხარისხი, რაც იმით გამოიხატება, რომ სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობა წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს მას.

 

ლევან იზორიამ განმარტა, რომ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურის დეპოლიტიზებას იმით, რომ მისი ხელმძღვანელის არჩევა კონკრეტულ საარჩევნო პერიდოთან დაკავშირებული არ იქნება.

 

მას აირჩევენ 6 წლით და მხოლოდ ერთი ვადით. ლევან იზორიას განმარტებით, მათ გაითვალისწინეს საერთაშორისო პრაქტიკა ამ კუთხით. მან მაგალითად მოიყვანა ნორვეგია, სადაც სახელმწიფო უსართხოეხბის სამსახურის ხელმძღვანელად კონკრეტულ პიროვნებას 6 წლის ვადით და ერთხელ ირჩევენ.

 

შსს-ს კანონპროექტის განხილვა, რომლითაც პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ერთმანეთისგან იმიჯნება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანონის პროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მარტში წარადგინა
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანონის პროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მარტში წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი