ახალი ამბები

თელავის რაიონში ქმარმა ცოლი მოკლა და თავი დაიზიანა

17 დეკემბერი, 2014 • • 1153
თელავის რაიონში ქმარმა ცოლი მოკლა და თავი დაიზიანა

გამოძიებამ დაადგინა, რომ გუშინ, 16 დეკემბერს, საღამოს, შელაპარაკებისას ქმარმა ცოლს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა. იგი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. კაცმა  საკუთარი თავიც დაიზიანა და მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა. იგი ამ დრომდე სტაციონარში იმყოფება და მკურნალობას გადის.

 

მას ბრალი 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი