ახალი ამბები

ფორბსის მონაცემებით პუტინი პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანია

6 ნოემბერი, 2014 • • 994
ფორბსის მონაცემებით პუტინი პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანია

პირველ ადგილზე, შარშანდელის მსგავსად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ფორბსის შეფასებით, ყირიმის ანექსიის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და ჩინეთთან დადებული კონტრაქტების გამო, რომელიც 70 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს, პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად აქცია.

 

“რუსეთი ენერგორესურსებით უფრო და უფრო მდიდრდება, ის ბირთვული ქვეყანაა, რომელიც არაპროგნოზირებადი ადამინისგან იმართება”,- წერს გამოცემა. 

 

პრეზიდენტობის მეორე ვადისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ებოლას და ისლამისტური სახელმწიფოს გამოწვევების წინაშე დგას, რომელიც ერაყის 9-წლიანი ომის მიღწევებს საფრთხეს უქმნის, თუმცა, ამავდროულად, ქვეყანაში უმუშევრობა დღევანდელი მონაცემებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დიდი რეცესიის შემდეგ. აქედან გამომდინარე ფორბსმა ობამას ყველაზე გალენიანი ადამიანების სიაში მეორე ადგილი მიანიჭა. გამოცემის შეფასებით, მას აქვს ძალაუფლება, მაგრამ ფრთხილი და წინდახედულია მისი გამოყენებისას.

 

ჩინეთის პრეზიდენტი, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური სამხედრო კომიისის ხელძღვანელი Xi Jinping გავლენიან პირთა სიაში მესამე ადგილზეა. ფორბსის ცნობით, ის ეფექტურად ებრძვის კორუფციას და მიმდინარე წელს აშშ-ის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის და რუსეთის პირველ პირებს შეხვდა.

რომის პაპი 1.2. მილიარდი ადამიანის სულიერი ლიდერია. ფორბსის შეფასებით, პაპმა ფრანცისკემ შეძლო კათოლიკური ეკლესიის მრავალწლიანი კონსერვატიული შეხედულებების შეცვლა. ოქტომბერში მან განაცხადა, რომ დიდი აფეთქების თეორია სიმართლეა და ღმერთი “ჯადოსნურჯოხიანი ჯადოქარი” არ არის. მან ასევე ისაუბრა ჰომოსექსუალობაზე და განაცხადა, რომ ის არავის განიკითხავს. მისივე თქმით, ეკლესია ზედმეტადაა ფოკუსირებული აბორტზე, ჰომოსექსუალებზე და კონტრაცეპტივებზე. გავლენიან ადამიანებში პაპი მეოთხე ადგილზეა.

 

მეხუთე ადგილზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია. იგი გასული წლის დეკემბერში მესამე ვადით აირჩიეს. 17.5 ტრლიონით გერმანია ევროკავშირის ფისკალურ ცენტრად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი