ეკონომიკა

ივნისში საბანკო სექტორის მოგებამ 54.9 მლნ ლარი შეადგინა

29 ივლისი, 2014 • • 1174
ივნისში საბანკო სექტორის მოგებამ 54.9 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 76.1 პროცენტი  შეადგინა.


წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.6 მლრდ ლარით, ანუ 3.1 პროცენტით შემცირდა და 18.3  მლრდ ლარი შეადგინა.


აბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.5 პროცენტი შეადგინა.

 

2014 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი;

 

მათ შორის 17 ბანკის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.

ფული
ფული

მასალების გადაბეჭდვის წესი