ახალი ამბები

ოთხი ამერიკელი სენატორი სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო იმედგაცრუებულია

29 ივლისი, 2014 • • 1045
ოთხი ამერიკელი სენატორი სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო იმედგაცრუებულია

“ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ბრალი წარუდგინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილი ხელისუფლების მრავალ ლიდერს.

 

პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი თავრობა უნაკლო არ ყოფილა და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა, თუმცა სამართლიანობის აღდგენა არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, განსაკუთრებით, როდესაც საქართველო ასეთი გამოწვევების წინაშე იმყოფება.

 

ჩვენ და სხვებმა მოვუწოდეთ საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ფოკუსირება მოეხდინათ მომავალზე და არა წარსულზე და ქვეყანა უკუსვლის ნაცვლად წინ წაეყვანათ. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მიზანთან შესაბამისობაში მოვიდეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილის გასამართლება.

ქართველი ლიდერები ხანგრძლივად და ღრმად უნდა დაფიქრდნენ იმ მიმართულებაზე საითაც ქვეყანა მიყავთ. დღევანდელი ქმედება და სხვა მსგავსი ქმედებები ჩვენი ურთიერთობების წინსვლას ხელს უშლის”, – ნათქვამია სენატორების განცხადბებაში.

ჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი

მასალების გადაბეჭდვის წესი