ახალი ამბები

ანაკლიაში “კაზანტიპის” ფესტივალის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

26 ივლისი, 2014 • • 982
ანაკლიაში “კაზანტიპის” ფესტივალის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

ანაკლიის და განმუხურის მცხოვრები 50–მდე ადამიანი კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას ითხოვს. 

 

აქციის მონაწილეები, აპროტესტებენ “კაზანტიპის” ფესტივალის მოწინააღმდეგეების აქციას, რომელიც თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან უნდა გაიმართოს. 

 

ანაკლიაში მიმდინარე აქციის ერთ–ერთი მონაწილე ამბობს: “კაზაბტიპის” ფესტივალის ჩატარების გამო ავიღეთ სესხი. გავარემონტეთ სახლები და მოვაწყეთ საოჯახო სასტუმროები.როცა ცოტა დროა დარჩენილი ფესტივალამდე, გვეუბნებიან, რომ კაზანტიპი არ უნდა ჩატარდეს. ჩვენთვის ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია.” 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება საქართველოს მოქაალქეებს ზიანს მოუტანს. 

 

“კაზანტიპის” ფესტივალის ჩატარებას დღეს 19:30 სახელმწიფო კანცელარიასთან გააპროტესტებენ. 

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალი ს” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. 

 

 

 

საპროტესტო აქცია ანაკლიაში
საპროტესტო აქცია ანაკლიაში

მასალების გადაბეჭდვის წესი