ახალი ამბები

მოსკოვის მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19–მდე გაიზარდა

15 ივლისი, 2014 • • 1445
მოსკოვის მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19–მდე გაიზარდა

РИА Новости–ს ინფორმაციით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია პრესას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე გავრილოვმა მიაწოდა:

 

“ამ დროისათვის 7 გარდაცვლილის გვამი გადავასვენეთ ფოიეში, მათგან 4 კაცია, 3 კი – ქალი, პირველ ვაგონში კვლავ ვრჩება 6 გარდაცვლილის გვამი, ასევე მეორე ვაგონშიც 6 გვამია”, – განაცხადა ალექსანდრე გავრილოვმა.

მოსკოვის მეტროში ავარია ორშაბათს მოხდა. სადგურებს Парк Победы–სა და Славянский бульвар–ს შორის, სავარაუდოდ, მკვეთრი დამუხრუჭების შედეგად მეტროს სამი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.

 

ფოტო: РИА Новости
ფოტო: РИА Новости

მასალების გადაბეჭდვის წესი