ახალი ამბები

მთავრობამ “ოცნების” შემწირველ წყალბურთელებს თანხა გამოუყო

14 ივლისი, 2014 • • 1294
მთავრობამ “ოცნების” შემწირველ წყალბურთელებს თანხა გამოუყო

მთავრობის 7 ივლისის დადგენილების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტეროსთვის დაახლოებით მილიონნახევარი ლარი გამოყო, აქედან 833 721 ლარი სწორედ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციას გადაეცემა.

დადგენილებაში, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, თანხის გამოყოფის შემდეგი მიზეზებია ჩამოთვლილი:

“წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისათვის მომზადება-მონაწილეობა, ევროპის 2014 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისა და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის საჭირო ეკიპირების შეძენა და წვრთნებისათვის შესაბამისი აუზის საიჯარო მომსახურების ანაზღაურება, 2 საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელისა და ცალკეული წევრების სახელფასო ანაზღაურება, კვების და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა”


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 13–დან 30 ივნისის პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” 243 022 ლარის შეწირულობა მიიღო, აქედან საწყლოსნო  სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ “ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი შეწირა, საწყლოსნო  სახეობათა ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა დაჩი გელაძემ – 5 000 ლარი, რაც შეეხება წყალბურთელებს, მათ მიერ გაღებული შეწირულობა შემდეგია:

 

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გიორგი ხვედელიანი – 10 000  ლარი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი კონსტანტინე გეგელაშვილი  – 10 000 ლარი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი  ბექა ქავთარაძე – 5 000 ლარი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ზურაბ რურუა – 10 000 ლარი

წყალბურთის ეროვნული ნაკრები
წყალბურთის ეროვნული ნაკრები

მასალების გადაბეჭდვის წესი