ახალი ამბები

შსს–მ მამაკაცი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა

22 მაისი, 2014 • • 1181
შსს–მ მამაკაცი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა 20 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს, 42 წლის ლევან ს-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

 

“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი