ახალი ამბები

პუტინის განცხადებით, ლგბტ ადამიანები ოლიმპიურ თამაშებზე თავს კომფორტულად იგრძნობენ

29 ოქტომბერი, 2013 • • 1482
პუტინის განცხადებით, ლგბტ ადამიანები ოლიმპიურ თამაშებზე თავს კომფორტულად იგრძნობენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს, ტომას ბაჩს ვლადიმერ პუტინმა განუცხადა, რომ ლგბტ სპორტსმენები და მათი მხარდამჭერები ზამთრის თამაშებზე თავს კომფორტულად იგრძნობენ. 

 

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ათლეტები, სტუმრები და გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ისინი თავს კომფორტულად იგრძნობენ მათი ეთნიკური თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად”, – განუცხადა პუტინმა ტომას ბაჩს. 

 

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი

მას შემდეგ, რაც რუსეთში გეი “პროპაგანდა” არარულწლოვნების მისამართით კანონით აკრძალეს, სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის მომღერალმა შერიმ, მადონამ და მსახიობმა ვენტვორტ მილერმა.

 

კანონის მიღების შემდეგ აცხადებდნენ, რომ გეი -სტუმრების მიმართ სოჭში სამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხე არსებობს, მაგრამ მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს არ მოხდება. 

 

ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საკმარის ზეწოლას არ ახორციელებს რუსეთზე, რომელმაც, თავის მხრივ, ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადო, ვიდრე აქამდე არსებულმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელმა ქვეყანამ.

 

ბოლო ვიზიტისას ტომას ბაჩს საჯაროდ აღნიშნულ კანონზე არ უსაუბრია, მან ძირითადად ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ პერიოდზე გაამახვილა ყურადღება:

 

“ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ თამაშები ბრწყინვალედ ჩაივლის,” – განუცხადა ბაჩმა “როიტერს”.

 

კანონი, რომელიც 2013 წლის ივნისში მიიღეს, ადამიანებს უკრძალავს “არატრადიცული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას” არასრულწლოვანთა მიმართ. კანონის დარღვევის შემთხვევაში ადამიანს ჯარიმის გადახდა 5 000 რუბლის ოდენობით მოუწევს, რაც 155 დოლარია. თუ კანონს თანმდებობის პირი დაარვევს, მას ჯარიმის ათმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს, ხოლო ბიზნესის ან სკოლების მხრიდან კანონის დარღვვვა 500 000 რუბლის გადახდით ისჯება. 

 

დასავლეთში აღნიშნულმა კანონმა აღშფოთება გამოიწვია, მოქალაქეთა ჯგუფები ათლეტებს და ქვეყნებს მოუწოდებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ზამთრის ოლიმპიადას. ნიუ-იორკში და სხვაგან არსებულმა გეი-ბარებმა ბოიკოტი გამოუცხადეს რუსულ არაყს. 

 

რუსეთში ჰომოსექსუალობა 1993 წელს დეკრიმინალიზდა, ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ქვეყნის მოქალაქეების თითქმის 50% ფიქრობს, რომ ლგბტ ადამიანებმა არ უნდა ისარგებლონ იმ უფლებებით, რითაც დანარჩენი მოქალაქეები სარგებლობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი