ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილს ვაღიარებინე, რომ “რუსთავი 2” მას ეკუთვნის

23 აპრილი, 2013 • 1175
ივანიშვილი: სააკაშვილს ვაღიარებინე, რომ “რუსთავი 2” მას ეკუთვნის

“ჩემთან ვაღიარებინე მე სააკაშვილს შეხვედრაზე, მესამე შეხვედრაზე, აბა, თვალებში შემომხედე-მეთქი, ვისია რუსთავი ორი–თქო, ხო შენია–თქო? კი, ჩემიაო, მითხრა, აბა, საჯაროდ გამოდი და თქვი-მეთქი, მითხრა, რომ იტყოდა საჯაროდ, შეგიძლიათ შეახსენოთ საჯაროდ, სააკაშვილმა უნდა თქვას, რომ რუსთავი ორი მას ეკუთვნის და რატომ ეკუთვნის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლის შემდეგ.


ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება აგრძელებს ახალი ხელისუფლების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას:


“ასეთი დადგენილება გამოქვეყნდა, რომ ჩვენ “იმედი”, კერძო ტელევიზია შევავიწროვეთ. ამ დროს მოხდა პირიქით. აი, ეს არის ხელწერა წინა ხელისუფლების ზუსტად, მაგრამ, მე მგონი, ამასაც დასასრული მოუვიდა უკვე”, – განაცხადა ივანიშვილმა. მან საკუთარი გამოსვლა და ის კითხვებიც შეაფასა, რაც შეხვედრაზე დაისვა:


“მე მგონი, ძალიან მომზადებულები იყვნენ და ის კითხვები, რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, იგივე კითხვები, პრაქტიკულად, განმეორდა დღეს, არაფერი ახალი არ ყოფილა. შესაბამისად, პასუხი ჩემთვის არ იყო მოულოდნელი და არ იყო მძიმე, ძალიან მარტივად ვუპასუხე ყველას”, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი