ინგლისური ენის პედაგოგები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.
21 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ნოთინგჰემის New College Nottingham-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად სულ 17 მასწავლებელი გაემგზავრება.
პედაგოგები იქნებიან როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და ისინი მაკმილანის სახელმძღვანელოების შემოღებასთან დაკავშირებით ახალი სტანდარტების დანერგვაში მოემზადებიან. ტრენინგებზე საუბარი იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდებზეც.