ახალი ამბები

სტალინის ძეგლი, შესაძლოა, სტალინის მუზეუმში დადგან

2 ოქტომბერი, 2015 • • 1361
სტალინის ძეგლი, შესაძლოა, სტალინის მუზეუმში დადგან
 

საკრებულომ გორში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატების აზრით ძეგლი სტალინის მუზეუმს უნდა გადაეცეს, თუმცა უცნობია, რა პოზიცია ექნება კულტურის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიცაა აღნიშნული ძეგლი.

Posted by netgazeti.ge on Friday, 2 October 2015



აღნიშნული ინიციატივით საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე გამოვიდა. თუმცა, ამასთან, ამ იდეის განსახორციელებლად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა საჭირო. 


დღეს, 2 ოქტომბერს გორის საკრებულოს სხდომა გაიმართა და კენჭი უყარეს ქალაქში სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორში სტალინის ძეგლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ აღიმართება.





მასალების გადაბეჭდვის წესი