ახალი ამბები

შსს: პირი 51 ათასამდე კოლოფი სიგარეტის საზღვარზე მალულად გადატანას აპირებდა

15 ივლისი, 2015 • 1067
შსს: პირი 51 ათასამდე კოლოფი სიგარეტის საზღვარზე მალულად გადატანას აპირებდა

შსს–ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკისას 50984 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, გიორგი ლ. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, თამბაქოს ნაწარმის საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადატანას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არის დაწყებული, რაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მცდელობას გულისხმობს. გამოძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი