ახალი ამბები

სანიკიძე: ფულის დაზოგვის პრინციპზე შევთანხმდით, მოცულობაზე ვერა

11 ივნისი, 2015 • • 954
სანიკიძე: ფულის დაზოგვის პრინციპზე შევთანხმდით, მოცულობაზე  ვერა

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უწყებაში თანხის შემცირების პრინციპზე შეთანხმდნენ, თუმცა მოცულობის საკითხი მოგვიანებით გაირკვევა: 

 

“დღეს ვიმსჯელეთ მთლიან მოცულობაზე ბიუჯეტში დასაზოგი თანხის. ასვე ვისაუბრეთ პრინციპებზე. რაც შეეხება უწყებაში ჩაშლილად წარმოსადგენი ინფორმაციას, დღეისათვის მზად არის, თუმცა გარკვეული პრინციპი, ჩვენ როგორ უნდა შევამციროთ, უწყებაში დავამუშავეთ და ვიწყებთ. ძირითადი მიდგომა იქნება ის, რომ არ დაზარალდეს და არ გაჩერდეს პროგრამები. ამისათვის გვაქვს შემუშავებული პრინციპები. შემცირება რომელ ნაწილსაც არ უნდა შეეხოს, ჩვენ წავალთ იმ პრინციპით, რომ გაფორმდეს მრავალწლიანი ხელშეკრულებები და პროგრამები ამოქმედდეს და დაიწყოს. მაგრამ თანხების გადანაწილება მოხდეს ისე, რომ ნაწილი დაიხარჯოს 2015, ხოლო ნაწილი 2016 წელს. ეს არის ძირითადი მიდგომა და პრონციპი. რაც შეეხება ოდენობას და პროგრამების დასახელებას, ერთ კვირაში იქნება ეს ცნობილი, რადგან ამ თემამდე დღეს ვერ მივედით. ძირითად პარამეტრზე ვისაუბრეთ და პრინციპზე, თუ როგორ უნდა დაიზოგოს თანხები. ის, რომ აუცილებლად დასაზოგია ეს თანხები, ეს არის გარდაუვალი, ამაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა.”

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ურჩია. ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის კორექტირებული პირველი ვარიანტი მთავრობის სხდომაზე დღეს წარადგინა.  

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი