ახალი ამბები

კვირიკაშვილი: საქართველოს სანავიგაციო სისტემა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან

10 ივნისი, 2015 • • 979
კვირიკაშვილი: საქართველოს სანავიგაციო სისტემა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან

“საქართველოს სანავიგაციო სისტემა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. ხელს ვაწერთ ესპანურ კომპანია “ინდრასთან” ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს აეროპორტში დაამონტაჟებს სრულიად ახალ სანავიგაციო სისტემას. რაც იმას ნიშნავს, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება უსაფრთხო საქართველოს ცაში.


ეს არის 15 მილიონის ლარის ინვესტიცია, რომელიც საქაერონავიგაციამ გამოყო. ეს სისტემა საქართველოს სატრანზიტო სივრცეს გახდის უფრო მიმზიდველს და უსაფრთხოს; საქართველო დღეში ატარებს 400-ზე მეტ ავიაგადაფრენას. ჩვენი პროგნოზით, ყოველ წელს ზრდა იქნება 6%-ით, ამიტომ ჩენ სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


ხელშეკრულების თანახმად, ესპანური კომპანია თავად დაამონტაჟებს სისტემას, განახორციელებს თანმდევ მომსახურებას და მონიტორინგს გაუწევს თანამშრომლების გადამზადების პროცესს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი