ახალი ამბები

ნორლანდი 17 მაისზე: მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და ღირსებას

16 მაისი, 2015 • 1151
ნორლანდი 17 მაისზე: მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და ღირსებას

ელჩის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არავინ უნდა იყოს დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა


“ამ დღეს, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და ღირსებას და ვადასტურებთ, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი პოტენციალი სრულად იყოს რეალიზებული. არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ვუერთდებით ყველას, ვინც საქართველოში ამ დღის მშვიდობიანი აღნიშვნისათვის შრომობს,”– ნათქვამია რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში.


ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მე-11 წლისთავი ხვალ, 17 მაისს აღინიშნება. 

რიჩარდ ნორლანდი
რიჩარდ ნორლანდი

მასალების გადაბეჭდვის წესი