ახალი ამბები

ანონსი-30 აპრილი

29 აპრილი, 2015 • • 1623
ანონსი-30 აპრილი

9:00 სატუმროში “Holiday Inn Tbilisi”-ში გაიხსნება კონფერნეცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისრაელიდან ჩამოსული ტელეკომუნიკაციის, კავშირგაბმულობის, ტექნოლოგიური, ფინანსური და საბანკო სექტორის 120 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლები;


10:30 „სიცილის კარნავალის“ ორგანიზატორი დეა თავბერიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 3 მაისს დაგეგმილი „სიცილის ფესტივალი“;

 

11:00 კონსტიტუციონალისტი და ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება, პროცედურები და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას, თუ კანდიდატებზე შეთანხმება ვერ შედგა;


11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ალექსი შოშიკელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქალთა დისკრიმინაცია;


11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ვანო მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს თემა: სამთავრობო ცვლილებები და პრეზიდენტის როლი და ფუნქცია ახალ პოლიტიკურ პროცესებში;


11:30 ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამთავრობო ცვლილებები; ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობა და პოლიტიკური პროცესების განვითარება;

 

11:30 სასტუმრო რედისონში ევროპის საინვესტიციო ბანკი სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობას გახსნის;

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს თემა: საარჩევნო რეფორმაში პრეზიდენტის ჩართულობა და სამთავრობო ცვლილებები;


12.00 „საქართველოს რკინიგზა“ და საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია დასუფთავების აქციას გამართავს. მისამართი: თბილისი ცენტრალი;


12:30“პირველ პრესკლუბში” „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე, მინისტრების გადადგომის და პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ნდობის საკითხის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;


12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: სამთავრობო ცვლილებები;


13:00 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება, რიგის სამიტის წინასწარი დეკლარაცია;


13:00 სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ქალაქ თბილისის  მერიასა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით მემორანდუმს გააფორმებს;

 

13:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღისთვის ჩამოსული  ამერიკელი ჯაზ-შემსრულებელი რონ კარტერი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი