ახალი ამბები

სესიაშვილი ალასანიაზე: შეეძლო მინისტრისთვის დაერეკა… ბოლო-ბოლო ჩემთვის დაერეკა

7 აპრილი, 2015 • • 1026
სესიაშვილი ალასანიაზე: შეეძლო მინისტრისთვის დაერეკა… ბოლო-ბოლო ჩემთვის დაერეკა

“გული მწყდება, რომ ყოფილმა მინისტრმა დაიწყო იმ თემაზე საუბარი, რომელზეც არ უნდა ესაუბრა. თუ მას მართლაც გული შესტკიოდა ამ მნიშვნელოვან საკითხზე, შეეძლო მინისტრისთვის დაერეკა, ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის დაერეკა და ჩვენ მივაწვდიდით იმ დოზით ინფორმაციას, რომელიც საიდუმლო საკითხებს არ გასცდებოდა”, – განაცხადა სესიაშვილმა.


თავდაცვის მინისტრს ხვალ ზემოხსენებულ საპარლამენტო კომიტეტში დეპუტატები მოუსმენენ.


ირაკლი ალასანიამ 3 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ათქმევინეს. მისივე თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესახებ, რომელსაც ექვსი თვის ვადაში უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 6 თვე გავიდა და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან გაუშვა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი