ახალი ამბები

მთავარ პროკურატურასთან ე.წ. კოკაინის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს [Video]

3 აპრილი, 2015 • • 1477
მთავარ პროკურატურასთან ე.წ. კოკაინის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს [Video]


აქციაზე იმყოფებოდა ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი კახა სვანაძე, რომელიც ამბობს, რომ ამ საქმის მთავარი მოწმეა და ჩვენება საქმეზე დაკავებული სხვა პირების წინააღმდეგ იძულებით მიაცემინეს. მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, სასჯელარსრულების დეპარტამენტში ორჯერ დაკითხეს, თუმცა საქმეზე ხელახალი გამოძიება არ დაწყებულა.  იგი ამბობს, რომ უკვე მე-10 დღეა შიმშილობს.


ანასტასია ზაუტაშვილი, რომან მესუმიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და ელგუჯა გურჩიანი 2010 წელს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, შეკვეთით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 4 ივნისს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახული ანასტასია ზაუტაშვილის შეხვედრა “კილერთან”. შსს-ს ცნობით, რო­მან მუსემიანი კილერს კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. შსს-ს მიერ გავცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის, მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სვანიძის სახლიდან იქნა აგრეთვე ამოღებული ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო.

 

საბოლოოდ აღნიშნულ საქმეზე ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილს, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­სა და რო­მან მუ­სე­მი­ანს ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ 30-30 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მევ­ლუდ სვა­ნი­ძეს სას­ჯე­ლის ზო­მად 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა განე­საზღ­ვ­რა, ხო­ლო თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვილს – 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. საბერძნეთში მყოფ ნუგზარ ბოჭორიშვილს კი უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 2012 წლის ამნისტია საქმეში მონაწილე პირებს სხვადასხვა ფორმით შეეხო და სასჯელი შეუმცირდათ.

 

აქციის მონაწილები მთავარ პროკურორ გიორგი ბადაქშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი