ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: 10,5 ათასი ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ

3 თებერვალი, 2015 • 1585
საგამოძიებო სამსახური: 10,5 ათასი ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, “სადახლოს” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები,”– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 

საგამოძიებო სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, უკანონოდ გადმოტანილი ოქრო 271 გრამს შეადგენდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი