ახალი ამბები

საკადრო ცვლილებები გარემოს დავის სამინისტროში

27 ნოემბერი, 2014 • • 1108
საკადრო ცვლილებები გარემოს დავის სამინისტროში

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად თანამდებობას დატოვებს სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი რატი ჯაფარიძე.

 

“სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ, მისაღებია თუ არა. გადაწყვეტილება მიღებულია იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგეს ჩემი წინამორბედი პოსტზე, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მე მოვიხსნები. შემაჯამებელ შეხვერას ჟურნალისტებთან გავაკეთებ. გავიაროთ, რა გაკეთდა წელიწადნახევრის განმავლობაში. მე პირადად მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ სერიოზული მიღწევები და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ადამიანი, ვინც იქნება დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი, გააგრძელებს ამ ყველაფერს”,- ამბობს ის “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

გიორგი შონვაძე თანამდებობიდან არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გაათავისუფლა. არამიზნობრივი ხარჯები სათაფლიის და პრომეთეს მღვიმის და ოკაცეს კანიონის მშენებლობებს უკავშირდებოდა:

 

” სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება ეხება გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და ამ აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდების საფუძველზე ვიყავი გათავისუფლებული დაახლოებით წელიწადნახევრის წინ”,- ამბობს შონვაძე.

 

გარემო დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, რომ სამინისტრო ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და დაცული ტეროტორიების სააგენტოს ყოფილი თავმდომარე თანამდებობაზე აღადგინონ.

 

გარემო დაცვის სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 25 ნოემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ავთანძილ ანთაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი