ახალი ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილი ჩაუხტება თავის ზვიგენს აკვარიუმში? იგივე ზვიგენია რუსეთიც

25 ნოემბერი, 2014 • • 1036
სააკაშვილი: ივანიშვილი ჩაუხტება თავის ზვიგენს აკვარიუმში? იგივე ზვიგენია რუსეთიც

სააკაშვილის თქმით, რუსეთი ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებდა, ისევე როგორც 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, თუმცა ექსპრეზიდენტმა მოქმედი ხელისუფლება პასიურობაში დაადანაშაულა და გააკრიტიკა. მისი თქმით, შეცდომა იყო, როდესაც თბილისმა აფხაზეთის პრობლემაში დასავლეთი არ ჩარია და საკითხის საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალიზაცია არ სცადა. შედეგად, საქართველო ერთი-ერთზე დარჩა აგრესორთან:

 

“თვითოეულმა ქართველმა უნდა დასვას კითხვა, ივანიშვილის ზვიგენი რომაა დიდ აკვარიუმში, ივანიშილი თავის შვილებს ჩაყრის და თვითონ ჩაუხტება იქ? ღამეს გაატარებს ამ აკვარიუმში? იგივე ზვიგენია რუსეთი. 1990-იან წლებში ამ ზვიგენთან ერთად ვცურავდით ჩვენ მუდმივად ამღვრეულ წყლებში. ხან ერთი ნაწილი მოგვაჭამა სხეულის და ხან მეორე. ახლა იგივე პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ?”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი