ახალი ამბები

ანონსი: 25 ნოემბერი

25 ნოემბერი, 2014 • • 1508
ანონსი: 25 ნოემბერი

10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ფარული მიყურადების კანონპროექტის“ ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაზე   პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:00 ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრგველ ბაღში, „გარეოს“ ოფისთან მართავს აქცია-პერფომანსს გზავნილით  „ძალა არ გაძლევს უფლებას“ .

საკონტაქტო პირი: ხატია ქვათაძე 595439477                                                              

11:00 ექსპერტი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი   საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა ტუნისის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან

პრესრელიზი

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N336

 

11:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას „თავისუფალი-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი გამართავს.

თემა: რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება, მოსმენების გასაღები და ე.წ. კაბელების საქმე.

 

11:00 შინაგან საქმეთა აკადემიაში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი ოფიციალურად გახსნიან სემინარს სახელწოდებით „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა არაპირდაპირი დაკითხვა და ეჭვმიტანილების დაკითხვა“.

მისამართი: გმირ კურსანტთა ქ. N1

 

11:00 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გლდანის N8 დაწესებულებაში 12 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავთა მხრიდან  არაადეკვატურ რეაგირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი სახაზინო რეფორმა – თვითმმართველობის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

მის: ლერმონტოვის #10.

11:30 “პირველ პრესკლუბის” სტუმარი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე იქნება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

11:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას ნიკა რურუა გამართავს. თემა: რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება და მიმართვა ხელისუფლებას.

 

12:00 შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება.

 

მისამართი: ნოე რამიშვილის N38

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” “ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი ტრისტან ჯინჭარაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა:

თემა: 2015 წლის ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12.00 თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი.

მისამართი: ლერმონტოვის 10

 

12.00 თბილისის საკრებულოში იურიდიული კომისიის სხდომა გაიმართება.

მისამართი: ლერმონტოვის 10

12:00 „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას ჩაატარებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე თბილისის ქუჩებშუ არსებულ საცობებსა და პრობლემებზე ისაუბრებს. რას უნდა აკეთებდეს ქ. თბილისის მერია ქალაქის ქუჩებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

მისამართი:, კ. მარჯანიშვილის 16, კორ.4, ბ. 2ა

 

12:00 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი:

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

12:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ლევან კორკოტაშვილის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, მთავარი მოწმე თამაზ ამირანაშვილი განცხადებას გააკეთებს.

12:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას „ადამინის უფლებათა ცენტრი“ და „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები გამართავენ.

თემა: უვადო პატიმრების შეწყალება. (საილუტრაციოდ წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ერთ-ერთი უვადო პატიმრის საქმის შესახებ).

 

13:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

 

13:00 თბილისში, პარლამენტის შენობის წინ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად ქალთა მოძრაობა იწყება.

13:00 “პირველ პრესკლუბში” ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი “საქართველოს ბანკის” და პროკურატურის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

13:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი: (პრესრელიზი)

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

13:30 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი:

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

 

14:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ გეგუთში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისამართი: სოფელი გეგუთი. საკონტაქტო პირი: გიორგი მეურმიშვილი, ტელ.: 577615585

 

14:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი: (პრესრელიზი)

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

15:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქალთა ორგანიხზაციის გლობალურ კამპანიაში – Heforshe (კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის)

15:30 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი: (პრესრელიზი)

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

16:00 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი: (პრესრელიზი)

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N 534

 

16:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი:

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

16.00 თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება.

17:00 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის შეხვედრა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარტინა ქუიქთან

პრესრელიზი

თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

18:30 საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომა

დღის წესრიგი:

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

25 ნოემბერი
25 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი