ახალი ამბები

ივანიშვილი: ღმერთმა დაგვიფაროს პროკურატურის პოლიტიზებისგან

8 ნოემბერი, 2014 • • 1331
ივანიშვილი: ღმერთმა დაგვიფაროს პროკურატურის პოლიტიზებისგან

“ღმერთმა დაგვიფაროს [პროკურატურის პოლიტიზებისგან], ჩვენ მაგისთვის მოვედით. დასავლეთში ჩნდება კითხვები, იმიტომ, რომ აქედან იგზავნება სიგნალები, ამანაც დაგვაზიანა. დღესაც გაკეთდა განცხადებები, რასაც მუდმივად აკეთებს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც დაწერილი აქვს ქულები ჩვენი ნაძარცვი ფულით. ამას ახერხებდა, ლობირებას და ასე სემდეგ, ატყუებდა ევროპას და ამერიკას”, ამბობს ივანიშვლი.

 

ივანიშვილის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საბლოო სიტყვას სასამართლო იტყვის:

 

“საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო. დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი გავლენა არ აქვს სასამართლოზე.  გამოძიებაც იქნება გამჭვირვალე და საზოგადეობაც არ მივცემთ საშუალებას. და ნურავის ნუ აქვთ.. და ეს კითხვების ნუ ისმის., რომ რაღაცას მოახერხებს პროკურატუტა და ისე წაიყვანს საქმეს, რომ საზოგადოება ვერ მოახერხებს კონტროლის საშუალებას”, ამბობს ივანიშვილი.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათი საქმის გამოძიება კორუდციული გარიგების კვალიფიკაციით მიმდინარეობს და ბრალი 4 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი