ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაითხოვეს

5 ნოემბერი, 2014 • • 1002
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაითხოვეს

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს”.

 

ამ კანონის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თავად განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ნოემბერს თავდაცვის ახალ მინისტრად მინდია ჯანელიძე ოფიციალურად წარადგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი