ახალი ამბები

წულუკიანი: მიკვირს ის გადაწყვეტილებები, რაც საბერძნეთისა და საფრანგეთის სასამართლოებმა მიიღეს

25 ოქტომბერი, 2014 • • 1308
წულუკიანი: მიკვირს ის გადაწყვეტილებები, რაც საბერძნეთისა და საფრანგეთის სასამართლოებმა მიიღეს

მის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

 

წულუკიანის თქმით, ექსტრადიციის მოთხოვნა დღეს მთლიანად პროკურატურის საქმეა:

 
“იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ექსტრადიციის ამ ნაწილში ყველა უფლება დელეგირებულია მთავარ პროკურორზე, მის მოადგილეზე და პროკურორებზე. მათი საქმეა კომენტარი და პასუხების გაცემაც. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ პასუხები, რადგან მე არ ვარ ინფორმირებული, ეს უფლებამოსილება მთლიანად პროკურატურის ხელშია დელეგირებული. მე უბრალოდ მიკვირს ის გადაწყვეტილებები, რაც საბერძნეთისა და საფრანგეთის სასამართლოებმა მიიღეს და იმედი მაქვს, დღეს თუ არა მომავალში მათი ექსტრადიცია მოხდება. თუმცა პროკურატურას დადებითი შედეგებიც აქვს ამ მხრივ, როდესაც ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მათ შეძლეს და მოახდინეს არჩევნებიდან ძალიან მალე თუნდაც მელნიკოვის ექსტრადიცია, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოწმეა”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

საბერძნეთის სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.  უარი განაცხადა საფრანგეთის სასამართლომაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ქართულ მხარისთვის გადმოცემაზე.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი