ახალი ამბები

თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა – დაპირისპირება ენმ-ის ოფისთან (ფოტო/ვიდეო)

15 ოქტომბერი, 2014 • • 2485
თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა – დაპირისპირება ენმ-ის ოფისთან (ფოტო/ვიდეო)

ენმ-ის ოფისთან გამართული აქცია დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, რადგან თავისუფალი თაობის და თავისუფალი ზონის აქტივისტებმა (რომლებიც ენმ-ს ოფისში მივიდნენ და პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადეს) ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალგაზრდებს შორის პოლიციის კორდონი იდგა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში არ გადაზრდილა. 

თავისუფალი ზონა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ-ის წევრმა კობა ხაბაზმა დააფუძნა, ხოლო თავისუფალი თაობა მიმდინარე წელს დაფუძნდა ლადო სადღობელაშვილის მიერ. ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში’ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა პრესსპიკერმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ თავისუფალ თაობას ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აფინანსებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებულიც იყო, თუმცა ლადო სადღობელაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მათი მოტივაცია მხოლოდ ქვეყნის სიყვარულია და არა ფული. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს არც თვითონ ქოქოლაძემ დაუდასტურა.

“ეტყობა, ქალბატონ ელისო კილაძეს შეეშალა. ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა “აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა”. დიდი ალბათობით ამ მოძრაობაში აერია. “თაობასთან” ჩვენ შეხება არ გვაქვს. შეიძლება იგივე წევრები იყვნენ, მათთანაც და ჩვენთანაც, მაგრამ მე არ ვიცი, არ ვიცნობ ამ მოძრაობას”, – გვითხრა ქოქოლაძემ.

თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა ენმ-ს ოფისთან - 15.10.14
თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა ენმ-ს ოფისთან – 15.10.14

მასალების გადაბეჭდვის წესი