ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

22 სექტემბერი, 2014 • • 951
პრემიერ-მინისტრი  გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ძირითადი აქცენტი იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები ვერ კმაყოფილდება:

 

„მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“.

 

ღრიბაშვილმა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებს შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სტრატეგია, სოლიდარობის ფონდი და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაასახელა:

 

„საქართველომ განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინიციატივა ადამიანის უფლებათა სფეროს მოსაწესრიგებლად, 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ჩათვლით. ამ მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, ჩვენ არ გვავიწყდება გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონე, უზრუნველყოფილ იქნას თანასწორობა და სამართლიანობა, დაცული იყოს გარემო მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა  ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი