ახალი ამბები

“ქართული ოცნება”: აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება თვითნებურია

8 სექტემბერი, 2014 • • 1106
“ქართული ოცნება”: აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება თვითნებურია

“გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან. შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,”– აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღეს, 8 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი