ახალი ამბები

ანონსი – 5 სექტემბერი

4 სექტემბერი, 2014 • • 1247
ანონსი – 5 სექტემბერი

10:00 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კონფერენციას “ევროკავშირთან დაახლოების მოდელები და სტრატეგიები-საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა” გახსნის. კონრად ადენაუერის ოფისი (თბილისი, ახვლედიანის აღმართი9ა) 

 

10:00 ვისკონსინის შტატის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა ჯგუფი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კმ. საკონტაქტო პირი:ცისია მახათაძე 577 780 032;

 

11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღებს მოინახულებს: 11:00 კიევის ქუჩაზე #134 საბავშვო ბაღი;12:00 ჭალადიდის ქუჩა #94 საბავშვო ბაღი


11:00 იუსტიციის სახლში,  საქართველოში მცხოვრებ უცხოელთათვის მომსახურების გამარტივებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

 

11:00 რია ნოვოსტის “პრეს ცენტრში” ვალერია სავჩუკის ბრიფინგი გაიმართება. რუსთაველის პროსპეტი2.

ტელ: 224 46 77;  555 90 89 77.


11:30 „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლებას“თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: თბილისის ბიუჯეტში 500 000 ლარის მობილიზების შესაძლებლობა. რეკომენდაცია თბილისის მთავრობას.მისამართი: კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული.საკონტაქტო ტელეფონი: 577491616


12:00 “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს ახალი დემოკრატები -ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს.მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონატქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


12: 30 კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც გამოცხადდება საქართველოს მხრიდან ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის შერჩეული ქართული ფილმი. 


13:00 “პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კრიმინალის ზრდა საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

13:00„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას რეფორმატორთა კუბის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი გამართავს. თემა: უელსის სამიტი, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.


14:00 “პირველ პრესკლუბში” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა:უელსის სამიტი.


14:00 თბილისის მთავრობა კომპანია“ ყაზტრანსგაზ თბილისის“ ანგარიშს მოისმენს. შეხვედრის ადგილი: შარტავას # 7


14.00  გაიმართება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საპროტესტო აქცია  კულტურის სამინისტროსთან

 

14:30 “პირველ პრესკლუბში” ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კრიმინალის ზრდა საქართველოში. 


15:00 კულტურის სამინისტროში ნიქოზის ანიმაციური ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გერმანელი რეჟისორის რაიმუნდ კრუმეს ფილმების ჩვენებითა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით ოფიციალურად დაიხურება. ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრება.


17:00 სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება საჯარო დებატები: „ქალთა მკვლელობები – ძალადობის ახალი ტენდენცია“ დებატების მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე  მანანა კობახიძე; ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია;საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე.ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი;

მისამართი: თავისუფლების მოედანი #4

 

18:30.სონი ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონია. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #36, 

 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი