ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, ეროსი კიწმარიშვილმა თავის სახელზე იარაღი დღეს გაიფორმა

15 ივლისი, 2014 • • 1151
პროკურატურის ცნობით, ეროსი კიწმარიშვილმა თავის სახელზე იარაღი დღეს გაიფორმა

“შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ მანქანაში აღმოჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს – 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა”, – ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ამავე განცხადებაში ეს ინფორმაცია მითითებული არ იყო და მოგვიანებით ჩაამატეს.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილი იარაღის შეძენას აპირებდა, მისმა მეგობარმა ბადრი ნანეტაშვილმაც დაადასტურა რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას, თუმცა, მისი თქმით, კიწმარიშვილი ამ იარაღის ძმისთვის ჩუქებას აპირებდა:

 

“იარაღის ყიდვა უნდოდა, რომ თავის ძმისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინა, დაბადების დღე ჰქონდა თავის ძმას და იარაღის ჩუქებას ფიქრობდა. მე ეს მან გუშინ მითხრა, გუშინვე აპირებდა ამას”, – განაცხადა ნანეტაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი