ახალი ამბები

ეროსი

15 ივლისი, 2014 • • 959
ეროსი

ეროსი კიწმარიშვილის გვამს თავის არეში აღენიშნება სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიც. საქმის  სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, დაიკითხნენ მოწმეები.


კორპუსს, რომლის ფარეხშიც კინწმარიშვილი იპოვნეს ჰყავს დაცვა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ნანა ლეჟავა, ეკა ხოფერია, დავით კიკალიშვილი:

“არ მჯერა, რომ თავი მოიკლა,ვერ ვიჯერებ. თუ ფაქტებს გავიგებთ, გვეცოდინება რა მოხდა,” – ამბობს ლეჟავა.


კორპუსის ყველა სადარბაზოში პოლიცია დგას და მაცვხოვრებლებს შემოწმების შემდეგ უშვებენ. 

“ბოლოს სამი დღის წინ ვნახე “რუსთავი 2″– ის ეზოში, მეგობარი ვარ და რომ გავიგე მოვედი. არ ვიცი რა მოხდა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი, ” – ამბობს ჯანო ჟვანია. 



მასალების გადაბეჭდვის წესი