საზოგადოება

მშობიარობა სახლის პირობებში – არჩევანი მშობლებისთვის [ფოტო]

10 ივლისი, 2014 • • 5451
მშობიარობა სახლის პირობებში – არჩევანი მშობლებისთვის [ფოტო]

ევამ სახლის პირობებში 2014 წლის 20 თებერვალს ბუდაპეშტში იმშობიარა. უნგრეთში სახლის პირობებში მშობიარობა 2011 წლიდან არის კანონით ნებადართული. სახლის პირობებში მშობიარობას ასევე არეგულირებს რეგულაცია ბებიაქალების შესახებ, რომელთაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ლიცენზია, სერტიფიკატი და სამედიცინო დაზღვევა სამედიცნო პრაქტიკის საწარმოებლად.

სახლის პირობებში მშობიარობა უნგრეთის ჯანდაცვის სისტემის მიერ  არ ნაზღაურდება და მას აქვს ფიქსირებული ფასი, რომელიც ფარავს ყველა მომსახურებას, რომელსაც დედობა საჭიროებს.

მშობლების თხოვნის შესაბამისად, ევროპის ფოტოსააგენტომ (EPA) ფოტოები ბავშვის დაბადებისთანავე არ გაავრცელა, ხოლო მშობლების სრული სახელი და ადგილის იდენტიფიკაციის შემცველი ინფორმაცია ასევე დაუზუსტებელი დატოვა. 

პეტრე მის ცოლ ევას მასაჟს უკეთებს, რომელსაც სამშობიარო ტკივილები აწუხებს. ისინი წვანან სპეციალურ გასაბერ აუზში, რომელიც სახლის პირობებში მშობიარობის დროს გამოიყენება. @epa. 2014/09/07

მეანმა ჯუდით ლუკაცმა ევას გულზე დააწვინა მისი ახლად შობილი ზორა. მარცხვნივ მდგომი ნორა შიმციგი სახლის პირობებში მშობიარბის დროს ეხმარება მეანს. @epa. 2014/09/07

პეტრე უყურებს თავის ზოლ ევას, რომელსაც გულზე თავიანთი საერთო შვილი უწევს. მარცხნივ მდგომი მეანი მონიკა შანდა ევას სახლის პირობებში მშობიარობის დროს ეხმარებოდა. @epa. 2014/09/07

ევა, პეტრე და მათი პირველი საერთო შვილი ზორა, სახლის პირობებში მშობიარობის შემდეგ წვანან სპეციალურ, გასაბერ აუზში. ევამ სახლის პირობებში 2014 წლის 20 თებერვალს, ბუდაპეშტში იმშობიარა. @epa. 2014/09/07

პეტრე ეფერება შვილს @epa. 2014/09/07
პეტრე ეფერება შვილს @epa. 2014/09/07

ევა და პეტრე ეფერებიან ახალშობილ შვილს მშობიარობის შემდეგ @epa. 2014/09/07

სახლის პირობებში მშობიარობა უნგრეთის გარდა ნებადართულია ავსტრალიაში 2007 წლიდან მთელი ფედერაციის ფარგლებში; კანადის რამდენიმე შტატში: კვებეკში, ონტარიოში, სასკაჩევანში, კოლუმბიაში, მანიტობსა და ალბერტაში სახლის პირობებში მშობიარობა ლეგალურია.

ბრიტანეთში სახლის პირობებში მშობიარობა კანონით განსაზღვრული არ არის, მაგრამ ფეხმძიმეს ვერავინ აიძულებს, რომ სამშობიაროში წავიდეს. ამასთანავე ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში მშობიარობისას გარკვეულ მომსახურებას ანაზღაურებს.

სახლის პირობებში მშობიარობა ასევე ნებადართულია ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი