ახალი ამბები

ჭიკაიძე: თუ გამოიკვეთა პოლიციელთა დანაშაული, ისინი აუცილებლად დაისჯებიან

2 აპრილი, 2014 • • 1294
ჭიკაიძე: თუ გამოიკვეთა პოლიციელთა დანაშაული, ისინი აუცილებლად დაისჯებიან

როგორც ჭიკაიძემ განაცხადა, რამდენიმე პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში იმის გამო, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს და თუ მსგავსი რამ კიდევ გამოვლინდა სამართალდამრღვევები აუცილებლად დაისჯებიან:

“სამწუხარო ფაქტი არის, იყო რამოდენიმე, ჩემი თანამშრომლები რამოდენიმე უკვე მიეცა პასუხისგებაში, რადგან მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს და თუ ასეთი რამ იყო, აუცილებლად გამოიძიებს პროკურატურა ამას, და თუ გამოიკვეთა მათი დანაშაული აუცილებლად დაისჯებიან”, – განაცხადა მინისტრმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ მიუხედავად საიას მიერ არაერთი მსგავსი ფაქტის გაჟღერებისა, მათ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ მიუღიათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რეალურად მიეცა თუ არა პასუხისგებაში რომელიმე პოლიციელი.

საიაში დღეს განაცხადეს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათ 17–მა პირმა მიმართა, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლებს და პოლიციელების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი