ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურას განვიხილავთ

25 მარტი, 2014 • • 1410
მაია ფანჯიკიძე: ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურას განვიხილავთ

თუმცა, როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ჰააგაში განუცხადა, ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის:

 

“მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და რამდენიმე ქვეყანაში დაინიშნა ახალი ელჩი, მე, როდესაც ყოველთვის მეკითხებოდნენ ამის თაობაზე, თავს ვიკავებდი კომენტარისგან მანამ, სანამ არ დასრულდებოდა პროცედურები. ჩვენ ბატონი ზურაბის კანდიდატურას, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ, განვიხილავთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მისი არანაირი წარდგინება გადაგზავნილი არსად არ არის.

 

ეს არის სამუშაო პროცესი, რომლის დამთავრებამდე, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარეც, არ არის მიზანშეწონილი საუბარი. სხვათა შორის, ელჩის კანდიდატურები პარლამენტს აღარ ეგზავნება. ელჩის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეგზავნება საქართველოს მთავრობას, გადის მთავრობაზე და შემდეგ მის დანიშვნას ხელს აწერს პრეზიდენტი. ეს ამ შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არავის თაობაზე არ იქნება კომენტარი, სანამ ბრძანება არ გამოვა საბოლოო წერტილიდან, საიდანაც ის უნდა გამოვიდეს.

 

ასე რომ, ეს აჟიოტაჟი არაჯანსაღია, რადგანაც საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, და თუ გაიხსენებთ ადრე ჩემს კომენტარებს, მე არასოდეს ვაკეთებდი კომენტარს კანდიდატებზე, სანამ არ დასრულდებოდა პროცედურა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი