ახალი ამბები

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

24 ივლისი, 2013 • • 1008
პარლამენტმა  „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია ეხება იმ პირებს, რომლებიც კომპიუტერული მონაცემების პირადი მიმოწერის ამახველ მასალებს, საფოსტო გზავნილებს, სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერებს და ა.შ. ეს იქნება ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით მიღებული თუ გადაცემული შეტყობინება, რომელიც მათ ხელში აღმოჩნდა, იმ პირებს, რომელთა ხელში ასეთი ტიპის მასალაა, თუ ამ  კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გამოძიების ორგანოს წარუდგენენ ამ ტიპის მასალას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისგებისგან.“

 

ბესელია განმარტავს, რომ ეს ამნისტია მხოლოდ სს კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების დამრღვევებს შეეხება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული 2012 წლის დეკემბრამდე მოხდა.

 

აღნიშნული კანონპროექტის გარდა პარლამენტმა შს სამინისტროს მეორე საკანონმდებლო ინიციატივაც მიიღო პირველი მოსმენით. კერძოდ, საქმე ეხება “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვით ზუსტდება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და ვადები. ასევე, ახლებურად განისაზღვრება ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მოქცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობასა და მის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი