ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიწყებს მოლაპარაკებებს

10 სექტემბერი, 2015 • • 960
პრემიერი: ჩინეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიწყებს მოლაპარაკებებს

“მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების საკითხები და ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ქვეყნებს შორის გახშირებული ვიზიტების დინამიკაც. შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა”, – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივაზე.


“საუბარი შეეხო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. აღინიშნა, რომ 15-16 ოქტომბერს თბილისს ჩინეთიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. პრემიერ–მინისტრებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. გამოითქვა იმედი, რომ ბანკის დაფინანსებით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. 2014 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 პროცენტით მოიმატა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი