ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ელექტროენერგიის გაძვირების გამო ერევანში 6 ადამიანი შიმშილობს

8 ივლისი, 2015 • • 1008
ელექტროენერგიის გაძვირების გამო ერევანში 6 ადამიანი შიმშილობს

ერევანში საპროტესტო აქციები 19 ივნისს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის გამზირი 22 ივნისს დაიკავეს. ბაგრამიანის გამზირზე განთავსებულია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, ბრიტანეთის, სირიის და ჩინეთის საელჩოები. 23 ივნისს პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა (ხელკეტები და წყლის ჭავლი) გამოიყენა. 6 ივლისს კი პოლიციამ ძალის გამოყენების გარეშე დემონსტრანტებს ბაგრამიანის გამზირი დაატოვებინა.


6 ივლისვე თავისუფლები მოედანზე ერევანში ახალი აქცია დაიწყო, ხოლო 7 ივლისს ამ აქციაში მონაწილეობა 50-მა ადამიანმა მიიღო. მოედანზე 8 ივილისის ღამეს 20 ადამიანი იმყოფებოდა. 6 ივლისს აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ დავით სანასარიანმა შიმშილობა გამოაცხადა, ხოლო 7 ივლისს მას ოვანეს კარაპეტიანი შეუერთდა. დღევანდელი მონაცემებით კი, დავით სანასარიანის მხარდასაჭერად შიმშილობა კიდევ ოთხმა აქტივისტმა დაიწყო. აღნიშნულმა პირებმა ასევე მოუწოდეს სომხეთის მოქააქეებს, შეუერთდნენ პროტესტის ტალღას, რომელიც სომხეთის დროით 15:25 საათზე განახლდება.


აქციის ერთ-ერთი მონაწილის აშოტ შაჰნაზარიანის თქმით, ელექტოენერგიის გაძვირების წინააღმდეგ ბრძოლის მოგება თითოულ მოქალაქეზეა დამოკიდებული:


“ბევრი ადამიანი ერიდება აქციაში თუ მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ელექტოენერგიის საფასურის ზრდა აისახება ყველაზე, მდიდარზეც და ღარიბზეც”,- ამბობს ის.


აქციის ის ოთხი მონაწილე, ვინც შიმშილობა 7 ივლისს დაიწყო, მხოლოდ წყალს სვამს. აქცია დაგეგმილია ერთი კვირის მანძილზე, მაგრამ შაჰნაზარიანი ამბობს, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემთ, შიმშილობის აქცია გაგრძელდება. დანარჩენი ორი მონაწილის პოზიცია ამ საკითხზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის  მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში    გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი