ახალი ამბები

ზუგდიდსა და სენაკში შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

1 ივნისი, 2015 • • 1003
ზუგდიდსა და სენაკში შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

წინასწარი მონაცემების მიხედვით სენაკის მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნების“ კანდიდატი – მალხაზ ტორჩინავა – 49,16 % (470 ხმა)

საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი – კაპიტონი ტორჩინავა – 23,54 % (225 ხმა)

„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ემალი ყურაშვილი –  17,78 % (170 ხმა)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი – ხვიჩა სანაია – 9,52 %  (91 ხმა)

ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში კი წინასწარი მონაცემების მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნების“ კანდიდატი – ვასილ გაბისონია – 57,02 %  (410 ხმა)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი – კობა ბულია –  42,42 %  (305 ხმა)

„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი – ბაჩუკი ნარუშვილი – 0,56 % (4 ხმა)

დეტალურად ინფორმაცია იხილეთ შედეგების ოფიციალურ გვერდზე

 

ცესკოს ცნობით, საბოლოო შედეგები რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება. წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართა.

 

ცესკოს ცნობთ, ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ – 1152 ამომრჩეველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი