ახალი ამბები

წულუკიანი: რეფორმების შედეგად მოსამართლე დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე

7 მაისი, 2015 • • 916
წულუკიანი: რეფორმების შედეგად მოსამართლე დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე

იუსტიციის მინისტრის თქმით, რეფორმების შედეგად მოსამართლე დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

 

„უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ თავად ბრძანა, რომ ის, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყო ყველაზე თავისუფალი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს იმ რეფორმების დამსახურება იყო, რომლებიც ჩვენ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, თქვენთან ერთად ჩავატარეთ“, − განაცხადა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციის შესახებაც ისაუბრა.

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია განხორციელდა და გარდაიქმნა დისციპლინური პროცედურები, ამჟამად კი მიმდინარეობს უპრეცედენტო თანამშრომლობა უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან საკანონმდებლო დარგში იმისათვის, რომ ის რეფორმები, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, პრაქტიკაში იყოს უფრო უკეთესად დანერგილი და ამან მოიტანოს ხელშესახები შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის − ვგულისხმობ დისციპლინურ პროცედურას და მის ეფექტიანობას“.

 

მისივე თქმით, ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებულების მეტ უფლებებს უზრუნველყოფს.

 

„დღეს ეს რეფორმა არის ძალაში და გვაქვს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გამორიცხავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან საჩივრების შედინებას“. 

 

თეა წულუკიანი; ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
თეა წულუკიანი; ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი