ახალი ამბები

გიგაური: ახალი სქემა პედაგოგთა სერტიფიცირების დანამატის მოხსნას არ ითვალისიწინებს

10 სექტემბერი, 2014 • • 1120
გიგაური: ახალი სქემა პედაგოგთა სერტიფიცირების დანამატის მოხსნას არ ითვალისიწინებს

პრემიერის გუშინ, 9 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით გაირკვა, რომ 2015 წლიდან პედაგოგების ხელფასები გაიზრდება. 


“გპირდებით, რომ თქვენი საქმიანობა იქნება სათანადოდ დაფასებული. 2015 წლიდან დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება.  ნოემბრიდან უფრო კონკრეტული სქემა და ინვესტიციების ოდენობა გვეცოდინება. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში. ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელზე იქნება დამოკიდებული და მხოლოდ მის მიღწევებზე და ეს გაზრდის მათ მოტივაციას”- განაცხადა პრემეირ-მინისტრმა მასწავლებლებთან შეხვედრის დროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი