ხელოვნება

ოდიშარია: თამარ ივერს აქვს თავისი აზრი და ამაში ტრაგიკული არაფერია

24 ივნისი, 2014 • • 1999
ოდიშარია: თამარ ივერს აქვს თავისი აზრი და ამაში ტრაგიკული არაფერია

“ჩემთვის პირადად არსებობს აზრი, ვთქვათ, და სულ სხვაც. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ეს მისი აზრია და მისაღებია, მისი ცხოვრებაა. ჩვენ ერთი ცხოვრებით ვიბადებით ამ ქვეყანაზე და თამარსაც აქვს თავისი აზრი და აქ არავითარი ტრაგიკული რამ არ არის”, – განუცხადა ოდიშარიამ “რუსთავი 2”-ის “კურიერს” 9 საათზე.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია

“ოპერა ავსტრალიამ” ფეისბუქის გვერდზე 23 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ თამარ ივერთან მუშაობას წყვეტს.

 

სოციალური ქსელის საშუალებით მომღერალმა დღეს განაცხადა, რომ მას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს “ოტელოში”, რადგან არ უნდა რაიმე საფრთხე შეექმნას წარმოდგენას:

 

“მინდა დავრწმუნდე, რომ წარმოდგენები ჩაივლის ხელის შეშლისა და წინააღმდეგობების გარეშე. არ მსურს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დასში ჩემი ყოფნით პრობლემა შეექმნას.”

 

“ოპერა ავსტრალიასთან” თანამშრომლობით ოპერაში “ოტელო” თამარ ივერს დეზდემონას პარტია უნდა შეესრულებინა. რეპეტიციები უკვეე დაწყებული იყო. კომპანიის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეები უარყოფითად გამოხმაურნენ მომღერლის  მონაწილეობას.

 

მოქალაქეები აკრიტიკებდნენ თამარ ივერს 2013 წელს ჰომოფობიური განცხადებების გამო და მიმართავდნენ “ოპერა ავსტრალიას”, რომ ჰომფოფობი მომღერლის  სცენაზე  გამოსვლა არ დაეშვა.

 

2013 წლის 17 მაისს თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეების ქმედება თამარ ივერმა დაგმო და ლგბტ ადამიანები “ფეკალურ მასებს” შეადარა.

 

მოგვიანებით მომღერალი გამოემხაურა აღნიშნულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მას არასოდეს უთქვამს ისეთი რამ, რაც მის ასოცირებას მოახდენდა ჰომოფობიურ იდეებთან. განცხადება გაავრცელა მისმა ქმარმაც, სადაც აღნიშნა, რომ ჰომოფობიური განცხადება გამოაქვეყნა მისი მეუღლის სახელით. 

 

თამარ ივერთან თანამშრომლობა გაწყვიტა ბრიუსელის ოპერამაც “ლა მონე”. ოპერის გენერალურმა მენეჯერმა პიტერ დე კელუემ დაადასტურა, რომ თამარ ივერი აღარ არის დასში. მას 2014-2015 წლის სეზონზე მონაწილეობა უნდა მიეღო ჯუზეპე ვერდის ოპერაში “ბალმასკარადი”. ბრიუსელის ოპერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ჰომოფობიური განცხადების გამო მიიღო. 

ივერი
ივერი

მასალების გადაბეჭდვის წესი